სამართალი
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვედრას გამართავს ესპანელ კოლეგასთან - ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ხორხე ფერნანდეს დიასთან. შეხვედრაზე მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით უკანონო ვაჭრობა, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფინანსური დანაშაულები და სხვა.