საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, 21 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერმა ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სპეციალურ მრჩეველს
კარი ტაპიოლას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შრომითი უფლებების ეფექტური ინსტიტუციური რეფორმირების მიზნით საქართველოს მთავრობა აძლიერებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, ეს პლატფორმა მხარეებს შორის ნაყოფიერი დიალოგის კონსტრუციულ მექანიზმად გამოიყენოს.
მთავრობის მეთაურმა კარი ტაპიოლას ასევე მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს შრომით საკითხებთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელების პროცესში უწევს.