პოლიტიკა
კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - ხელოვნების ქურუმი, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს გადაეცათ

1kultura-pol-2-mtსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. დაჯილდოების ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა. „მინდა, გულით მოგილოცოთ ეს აღიარება, წარმატება, რაც არის ქართული კინოს გამარჯვება. თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ორი ქართული ფილმი ოსკარის "შორთლისტში" მოხვდა მთავრობის სახელით მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით ყველა ნიჭიერ კინორეჟისორს, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფილმებს ქმნის. დადგა დრო, როდესაც ქართული კინო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოსკარზე წარსადგენი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოსურათი 83-მა ქვეყანამ წარადგინა, საიდანაც ჟიურიმ 9 საუკეთესო ფილმს შორის ორი ქართული ნამუშევარი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ შეარჩია. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ოსკარის უცხოენოვანი ფილმების „შორთლისტში“ ერთდროულად ორი ქართული ფილმი მოხვდა.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის ზაზა ურუშაძის ფილმი - „მანდარინები“ იბრძოლებს.

1kultura-pol-2-qvem