პოლიტიკა
პანკისელი მუსლიმები: „ჩვენ თუ ჩვენ მუჰამედს პატივს ვცემთ, ისევე, პატივი უნდა ვცეთ თქვენ იესოს, ასევე მუსას და ყველა იმ მოციქულს, რომლებიც ღმერთის მიერ არიან ჩვენთან გამოგზავნილი!“

1pankisi-po-1-an-2-mtსაქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი.  „შარლი ებდოს“ პროვოკატორებმა რაც დაიმასახურეს, ის მიიღეს“; „ტერორიზმს გმობს ყველა რელიგია, მაგრამ ვინც ადამიანს ტერორიზმისკენ უბიძგებს, ის არის ტერორისტი და არა ის, ვინც ტერაქტს აწყობს“, – ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმები, რომლებმაც კარიკატურების წინააღმდეგ აქცია გამართეს (ვიდეო იხ. აქ).
„არ გვინდა, რომ ღმერთის მიერ გამოგზავნილ მოციქულს ვიღაცეებმა კარიკატურები უხატონ... ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხალხის ამოხოცვა კარგია, არა, ჩვენ ვამბობთ რომ თავი დაანებონ ჩვენ მოციქულს“, - განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ლეეჩი ბორჩაშვილმა.

ისლამი დღეს ხელწამოსაკრავი რელიგია არ არის. ისლამს დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ქადაგებს მსოფლიოში. როდესაც დღეს აკეთებენ ამ კარიკატურებს სიტყვის თავისუფლების ეგიდით, ეს არის მარაზმი. რელიგიის ხელყოფა არ შეიძლება“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის ახალი მეჩეთის იმამმა ამურ ხანგოშვილმა. აქციის მონაწილე, 25 წლის ლევან დუიშვილს მიაჩნია, რომ „შარლი ებდოს“ რედაქცია პროვოკაციაზე წავიდა.

„შარლი ებდოს“ ჟურნალისტებმა, ჟურნალისტებს არ ვიტყვი, პროვოკატორებმა და ყველა სარწმუნოების შეურაცხყოფის მიმყენებელმა ადამიანებმა რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს. ქრისტიანებიც და მუსლიმებიც აფრთხილებდნენ, რომ ეს არ შეიძლება“, - განაცხადა ლევან დუიშვილმა.

1pankisi-pol-1-qvem