შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავა
საქართველო, 20 იანვარი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
ზურაბ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ხოლო
მამუკა მ. და
შუქრი შ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ზურაბ ფ-ს პირადი ჩხრეკისას პისტოლეტის 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, ხოლო მამუკა მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 2 „ეფ 1“-ის და 1 „ერ-გე-დე“-ს ტიპის ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 1 მჭიდი, რეზინის 7 ხელთათმანი და „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 218 საბრძოლო ვაზნა. შუქრი შ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი და ხიშტ-დანა.