სამართალი
უკრაინაში მებრძოლი ქართველი: „ჩემი მებრძოლები შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი მიცვალებული გმირების ოჯახებს გადაეცეთ!“

1komandir-samart-2საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი.  უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი გმირები მხოლოდ ეს ჩვენი დაღუპული გმირები არიან, ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი!!! რაც შეეხება მონდოებას, რომ ვინმემ რამე გადმოგვცეთ, უკვე არაერთხელ ვთქვი. გთხოვთ, ყველა თანხა თუ რაიმე სახის სხვა დახმარება მხოლოდ ამ ორი პიროვნების ოჯახებს გადასცეთ, ჩემი მებრძოლები შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი მიცვალებული გმირების ოჯახებს გადაეცეთ! ჩვენ დახმარებას არ მივიღებთ!“- წერს მამულაშვილი.

ცნობისთვის: თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.