აქტუალური
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მორიგი ტაქტიკური სწავლება გაიმართა

1BAGRAM-aqtual-1საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ის ასეულები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბაზის შიდა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. სამხედრო მოსამსახურეები დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და საავიაციო ბაზის შიდა უსაფრთხოების სხვა ამოცანების შესრულებაში ვარჯიშობდნენ.

51-ე ბატალიონის ხელმძღვანელობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ახალი წლიდან "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაშია ჩართული. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.