საზოგადოება
მიხეილ გიორგაძე: „ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის“

1giorgaZe-sazog-3საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სომხური ეპარქიის მიერ იუნესკოსთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 450 ეკლესიის გადაცემის მოთხოვნით, მიმართვას ეხმაურება.

კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გარკვევა. ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუდგებით როგორც ძეგლებს და ვზრუნავთ მათზე, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა იუნესკოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გააგზავნა.