პოლიტიკა
„კონსულტაციები მქონდა მაგრამ დადასტურებით ვერ დავადასტურებ. ჩემი ხედვები წარვადგინე, თავმჯდომარიდან დაწყებული პარტიაში მქონდა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები. პარტიასთან მუდმივად მქონდა კავშირი და ხელმძღვანელობა, თავმჯდომარე, მდივანი, ყველა მიცნობს მე ძალიან კარგად, ანუ ამ წარდგენის პრობლემა მათთან მე არ მქონია,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება. ირაკლი კობახიძე ზვიად ჯანყარაშვილს შეცვლის, რომელმაც აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ცოტა ხნის წინ, ოფიციალური ინფორმაციით, საკუთარი სურვილით დატოვა.