უცხოეთი
ბორის პასტერნაკს მხარს „ცე-რე-უ“ უჭერდა!

1boris-zar-3-anსაქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელი მზვერავები მხარს უჭერდნენ ბორის პასტერნაკის რომანის - „ექიმი ჟივაგოს“ და საბჭოთა ბლოკის ზოგიერთი სხვა მწერლის ნაწარმოებების გამოქვეყნებას.

შესაბამისი მასალები განასაჯაროვა აშშ-ის ცსს-მ. უწყების დირექტივაში, რომელიც 1957 წლის დეკემბრითაა დათარიღებული, „ცე-რე-უ“ რეკომენდაციას იძლევა, დიდი ყურადღება დაეთმოს პასტერნაკის წიგნის გამოცემას. „ექიმი ჟივაგო“ მაქსიმალური ტირაჟით უნდა დაიბეჭდოს, მაქსიმალური რაოდენობის რედაქციაში, მსოფლიო საზოგადოების მიერ მისი შემდგომი აქტიური განხილვისათვის, ასევე, ის წარდგენილი უნდა იქნეს ნობელის პრემიაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამერიკის დაზვერვის ამგვარი პოზიცია სხვა გასაჯაროებულ მასალებშია განმარტებული: „ცე-რე-უ“-ში დარწმუნებული იყვნენ, რომ აქტიური შემოქმედებითი პოზიციის მქონე ავტორები ხელ შეუწყობდნენ რკინის ფარდის განადგურებას.