საზოგადოება
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

H1N1vaccinesროგორც საქინფორმს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განუცხადა, შემთხვევები კიდევ ფიქსირდება, ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა ცენტრისთვის ჯერჯერობით უცნობია დ თვის ბოლოს დადგინდება. იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, რაც შეიძლება, ხშირად დაიბანონ ხელები და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მოერიდონ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო H1N1 ვირუსის გავრცელების პიკს დეკემბრის ბოლოსთვის ელის. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ექიმებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. კლინიკებში მომზადებულია სპეციალური პალატები, სადაც, ვირუსის გართულების შემთხვევაში, დაავადებულებს მოათავსებენ.