აქტუალური
შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მეზობელი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.
მოგვიანებით საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ტონოიანმა იუნკერებს წაუკითხა ლექცია თემაზე - „რეგიონული უსაფრთხოება სომხეთის გადასახედიდან“.