აქტუალური
ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

1bagram-aqtual-2საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლები გადაეცათ.

სამი სამხედრო მოსამსახურე  მედლით "საბრძოლო იარისათვის" დაჯილდოვდა.  მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" ერთმა სამხედრომ მიიღო. ქართველ ჯარისკაცებს უწყებრივი მედლები ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა, 51-ე ბატალიონის მეთურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ და სამეკავშირეო ჯგუფის უფროსმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვიცე-პოლკოვნიკმა პიტ ლანგმა გადასცეს.

ღონისძიებაზე პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს მადლობის სიგელები გადასცა.