სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფსიქოტროპული წამლების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა - ნანული ბარდაველიძემ და ვეფხია კაპანაძემ ცხინვალის რეგიონიდან თბილისში, სამეწარმეო საქმიანობისთვის სასაქონლო ზედნადების გარეშე, მალულად 33 000 ლარის ღირებულების მედიკამენტი "კოდელაკი" ჩამოიტანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 (პრიმა სამი) მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.