საზოგადოება
ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ოსკარზეა წარდგენილი

1film-sazog-3საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ქართველი რეჟისორის სურათი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტთა შორის დასახელდა.

ქართველი რეჟისორის ფილმის ოსკარზე ნომინირება ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი მიღწევა და აღიარებაა. წარმატებას ვუსურვებთ ზაზა ურუშაძეს დამანდარინებს" ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე.

ფილმი ერთობლივი, ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ესტონეთის მხარემ წარადგინა. ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს და ქართველი და ჩეჩენი მეომრების ურთიერთობას ასახავს, რომლებიც თავს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის სახლს აფარებენ.

ქართული კინემატოგრაფიისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში - „მანდარინები" საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, 2014 წლის განმავლობაში ნაჩვენები იქნა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სლოვაკეთში, ბელგიაში, უნგრეთში, ფინეთში და ა.შ.“, - ნათქვამია, კერძოდ, საგარეო უწყების განცხადებაში.