პოლიტიკა
The Telegraph: „Charlie Hebdo“-ს დამფუძნებელმა ანრი რუსელმა გამოცემის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე რედაქციაზე თავდასხმაში დაადანაშაულა

1telegraf-polit-3-anal-5საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი.  „Charlie Hebdo“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანრი რუსელმა ჟურნალზე განხორციელებულ თავდასხმაში ტერაქტის შედეგად დაღუპული მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე დაადანაშაულა.
მისი მოსაზრებით, რედაქციის თანანმშრომლები სწორედ იმის გამო დაიღუპნენ, რომ მთავარმა რედაქტორმა მუჰამედ წინასწარმეტყველის პროვოკაციული კარიკატურები გამოაქვეყნა.

მე ამაში სწორედ შენ გადანაშაულებ“, - დაწერა რუსელმა გამოცემა „Le Nouvel Obs“-ში.

ამ განცხადებას „Charlie Hebdo“-ს თანამშრომლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

საქინფორმის მკითხველს  შევახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს სამი ტერორისტი თავს დაესხა სატირული ყოველკვირეული გამოცემა „Charlie Hebdo“-ს რედაქციას  პარიზში. სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 პოლიციელი, ასევე გამოცემის მთავარი რედაქტორი და ცნობილი კარიკატურისტები, რომლებიც, კერძოდ, მუსლიმანი ფუნდამენტალისტების შეხედულებებს დასცინოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდამ“ იტვირთა.