პუბლიკაციები
გაქცეული სააკიანის მეგობარი გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. „დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!“

MiSik-aqtual-1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად ქართულ მართლმსაჯულებას ემალება, საქართველოს სსკ-ის მრავალი მუხლით ბრალდებული  მიხეილ სააკაშვილი (წარმომავლობით მიშიკ სააკიანი) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემი მეგობარი გია გეწაძე დაინიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო, არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.