შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა და 514 აბი "სუბუტექსი" ამოიღო
საქართველო, 16 იანვარი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ლევან თ, მისი მეუღლე ნატა დ. - თბილისში, ხოლო წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ელდარ გ. ქუთაისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 0.1565 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 12 აბი "სუბუტექსი" და აბის 12 ნატეხი, ასევე, 3.92176 გრამ ბუპრენორფინის შემცველი 484 აბი "სუბუტექსი" და აბის 15 ნატეხი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს საკონტროლო შესყიდვით მიღებული 0.15832 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 18 აბი "სუბუტექსი", აბის ნატეხები და ფხვნილისებული ნივთიერება.