სამართალი
შსს-მ 132 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღო

tabletki-sam-1საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სახავატ . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 95 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექპსერტიზის დასკვნით 9,914 გრ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,1145 გრ ამფეტამინის შემცველი 37 აბი „ექსტაზი“.