აქტუალური
პრეზიდენტის შენიშვნა პრემიერს: „საქართველოს ახალი კონსტიტუცია არ აქვს“
zameCanie-aqt-3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ასე პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას (ვიდეო იხ. აქ). როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, კონსტიტუციურად პრეზიდენტის მოხსენებაზე მთავრობას პოზიტიური ვალდებულება არ აკისრია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის დაცვის გარანტი, ვალდებულია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენება საკმაოდ მნიშვნელოვანია და მთავრობის წარმომადგენლებს ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეთ.