აქტუალური
შეხვედრაზე მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისა და ავღანეთში ნატო-ს ახალი, „ურყევი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის.
შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული, არალეგიტიმური და უკანონო პოლიტიკის გამო.
ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე შედგა სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.