პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა იქნება“

gepatit-pol-3საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. 2015 წელს ვაცხადებთ  C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად,- განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე.

ჩვენ მალე დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არა მარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც. ჯანდაცვის სამინისტრო გაამკაცრებს რეგულაციებსა და კონტროლს დაავადების პრევენციისათვის,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ჯანმრთელობის სამინისტროსა და პირადად მინისტრი დავით სერგეენკოს წვლილი C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებაში.