პოლიტიკა
„კოდექსის მიზანია მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო. ამ მიზნით დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება. გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან - 5 000 ლარამდე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან ყოველი ჩვენგანის ვალია“,–განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, კოდექსის აღსრულებაზე იმუშავებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში.