უცხოეთი
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. გამომცემელმა გადაწყვეტილება მიიღო, ტირაჟი 5 მლნ ეგზემპლარამდე გაეზარდა, რაც დაგეგმილზე 2 მლნ-ით მეტია, - განაცხადა საგამომცემლო სახლი MLP-ის პრეზიდენტმა, რომელიც ჟურნალის გავრცელებითაა დაკავებული. Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის საგაზეთო ჯიხურების უმრავლესობაში Charlie Hebdo, რომელიც ჩვეული 60000-ის ნაცვლად 3 მლნ ეგზემპლარად გამოვიდა, 14 იანვრის დილას, გაყიდვაში გამოჩენიდან რამდენიმე წუთში გასაღდა.