პუბლიკაციები
„სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, 312-ე პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით... არ შეიძლება, სახელმწიფო ამ ტიპის გადინებისადმი ტოლერანტული იყოს... ვინაიდან მიდის ახალგაზრდებისთვის ტვინის რეცხვა, ხდება მისი რელიგიური რადიკალიზაცია და ა.შ.", - განაცხადა წულუკიანმა სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაზე საუბრისას.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა მოექცეს ამ კანონის ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი ქართული დაჯგუფება, წულუკიანმა უპასუხა, რომ „თუ ფორმირება უკანონოა, რა თქმა უნდა".