სამართალი
ყვითელ ავტობუსს ცეცხლი, სავარაუდოდ, გაუმართაობის გამო გაუჩნდა

avtobრამდენიმე საათის წინ მუნიციპალურ ტრანსპორტს ე.წ ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მაშინ მოხდა, როცა ყვითელი ავტობუსი № 88 თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა. ავტობუსზე გაჩენილი ხანძარი გაჩერებაზე მდგარმა მოქალაქეებმა შენიშნეს. შემთხვევამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ავტობუსის მძღოლის თქმით, ცეცხლი ავტობუსის გაუმართაობამ გამოიწვია. რამდენიმე წუთში მგზავრები სხვა ავტობუსში გადაიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა მუნიციპალურ ტრანსპორტს გაუმართაობის გამო ცეცხლი უჩნდება, თუმცა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის, მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.