აქტუალური
ტალალაი: „უკრაინაში მობილიზაციის ახალი ტალღა - არმიაში ქალებს გაიწვევენ“
Talalai-aqtual-3საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თავდაცვისა და მობილიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ტალალაი აცხადებს, რომ მობილიზაციის მეოთხე ტალღისას, რომელიც უკრაინაში 2015 წლის 20 იანვარს დაიწყება, შესაძლოა სამხედროვალდებული ქალების გაწვევა დაიწყონ. პრესკონფერენციაზე ტალალაიმ, მოსალოდნელ მობილიზაციასთან დაკავშირებით გენშტაბის გეგმების ახსნისას განმარტა, რომ „კანონმდებლობის თანახმად, გაიწვევენ სამხედროვალდებულ მამაკაცებს 25-დან 60 წლამდე და ქალებს - 25-დან 50 წლამდე“, რის შემდეგაც დააზუსტა, რომ ქალებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაიწვევენ...