საზოგადოება
პრემიერმა ღარიბაშვილმა სააკაშვილის მიერ დანგრეული ჭავჭავაძის მემორიალი აღადგინა

Memor-saz-3-Mსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენი დიდი მამულიშვილის ძეგლი მიტოვებული და ნახევრად დანგრეული იყო. შარშან დაიწყო ძეგლის რეკონსტრუქცია და 4 თვეში დასრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა,“–აღნიშნა პრემიერმა.

ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 544997,95 ლარია. სააკიან-სააკაშვილის მმართველობის წლებში ძეგლი მიზანმიმართულად ნადგურდებოდა.

Memor-sazog-3-1 Memor-saz-3-2