პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

Admin-polit-3-Mსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა ეკავა, დაწინაურდა და დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. პრეზიდენტს ასევე ახალი მრჩეველი ეყოლება, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად კახა კოჟორიძე დაინიშნა.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც მათ მე მომცეს ამ შემთხვევაში… ახლა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას დავიკავებ, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განვაგრძობ იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის საქმიანობას და ანალიტიკურ კვლევით სამუშაოებს, საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ საკითხებში ინფორმირებულობისათვის“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

Admin-polit-3-1 Admin-polit-3-2