პოლიტიკა
„რიქსოსის“ (Rixos Hotels) პირველი სასტუმრო საქართველოში ლიკანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა

Gostinica-polit-2საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. პროექტი საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით განხორციელდა. პრემიერის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორის - „რიქსოსის“ მენეჯერი და მისი გუნდი გაუწევს.

ამ კომპლექსის გახსნა რეგიონში გამოაცოცხლებს ეკონომიკას. მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მუშაობდა, ამჟამად კი სასტუმროში 200 ადამიანი მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ამ სასტუმრო კომპლექსის ამუშავებით ლიკანი ძალიან მალე დაიბრუნებს თავის გამორჩეულ ადგილს საქართველოს კურორტებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე. პრემიერმა სასტუმრო დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.