პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: “არ ვთვლი საჭიროდ, პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლებს პარლამენტში მთავრობა დაესწროს“

Prem-polit-1საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. პრემიერის თქმით, ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არ არის პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს.

"ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში. მე არ ვთვლი საჭიროდ, ყოველ შემთხვევაში, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, სუფთა სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა-არმონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით მთავრობა დროს გამონახავს და პარლამენტში მის გამოსვლას დაეწრება.