უცხოეთი
იაცენიუკმა გერმანული მედიის შეკითხვაზე დონბასისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენის თაობაზე თავი ვერ შეიკავა

zar-3საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა ნერვული რეაგირება მოახდინა გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine-ს ჟურნალისტის კითხვაზე „ჰუმან რაითს ვოთჩისა“ და გაეროს დამოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც უკრაინული არმია დონბასის მშვიდობიან მოსახლეობას საარტილერიო ცეცხლს უშენდა.

ველოდები, რომ Human Rights Watch თვალყურს მიადევნებს იმას, რაც ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება და წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ იქ კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენებოდა“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

ჟურნალისტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინის არტილერიას არავითარი პატივისცემა არ გამოუხატავს დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი, ხოლო ქვეყნის ხელისუფლებამ არასაკმარისი ყურადღება დაუთმო ამ ბრალდებების შემოწმებას.

ასე არ არის! არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს! რუსეთი განგებ აკეთებს ამას!“- განაცხადა იაცენიუკმა.