უცხოეთი
აზერბაიჯანელების ლამაზი პასუხი მუჰამედ მოციქულის შეურაცხყოფაზე

zar-1-an-9-Mსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. პარიზის მოვლენებს სხვა მოვლენები მოჰყვა. ევროპულ ქრისტიანულ ქვეყნებში გაძლიერდა თავდასხმები მუსლიმანებზე.ეჭვგარეშეა, რომ ევროქვეყნებში მომავალ არჩევნებზე მემარჯვენე-რადიკალური პარტიების პოზიციები გაძლიერდება.

აზერბაიჯანში ყურადღებით კითხულობენ ახალ ამბებს საფრანგეთიდან, საერთოდ ყველაფერს, რაც მუსლიმანებზე ძალადობას ეხება.

ამავდროულად, ბაქოში ძალიან საინტერესო ამბები ხდება.

ესაა ღირსეული პასუხი მოციქულის კარიკატურაზე.

მაშინ, როცა საფრანგეთში მოციქული მუჰამედის კარიკატურა დახარეს და თავს დაესხნენ ზოგიერთ მეჩეთს, ბაქოში სტუდენტთა ნაწილმა საინტერესო აქცია ჩაატარა.

მუჰამედ მოციქულის დაბადების დღის პატივსაცემად სტუდენტები დილაადრიან ერთ-ერთი ეკლესიისკენ გაემართნენ და მისკენ მიმავალი გზა თოვლისა და ყინულისგან გაწმინდეს, რათ ადამიანებს დაუბრკოლებლად შეძლებოდათ ეკლესიამდე მისვლა.

zar-1-an-9-1 zar-1-an-9-2