პუბლიკაციები
„წყლის გამოჟონვა შევატყობინეთ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", თუმცა კომპანიამ ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა, რომ მოსულიყვნენ და პრობლემით დაინტერესებულიყვნენ. ამ ზარის შემდეგ გზა მალევე ჩაინგრა. გარკვეული ტერიტორია დატბორილია, რაც საფრთხეს უქმნის აღმართზე მდებარე საცხოვრებელ სახლსაც", - განაცხადეს ელბაქიძის აღმართის მცხოვრებლებმა.
ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის დაზიანებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას
ავრცელებს. „ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიცია მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ", - აღნიშნულია, კერძოდ, განცხადებაში.