პუბლიკაციები
რუსთაველის გამზირზე ხანძარმა კულტურის სამინისტროს ყოფილი შენობის, ე.წ. კაზარიანცის სახლის დიდი ნაწილი გაანადგურა

sazog-1-Mსაქართველო, 14 იანვარი, საინფორმი. დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში ერთი ოჯახი იმყოფებოდა. სამაშველო ბრიგადებმა მათი ევაკუაცია დროულად მოახერხეს.

ცეცხლის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი და რამდენიმე სართული. ასევე დამწვარია შენობის მესამე სართულზე მდებარე ხელოვნების სკოლაც. ხანძრის შედეგად დაზარალდნენ შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართების მეპატრონეებიც.

ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის 16 ბრიგადასთან ერთად საპატრულო პოლიციაც მუშაობდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ უწინ „კავკასუს ონლაინის’‘ დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რომელსაც ინტერნეტპროვაიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინი“ წაართვეს, აცხადებდა, რომ სააკაშვილმა ,,სილქ როუდის’‘ ხელმძღვანელს, გიორგი რამიშვილს, იგივე ,,ზარალას’‘, ვარდების რევოლუციის მოედანზე, უდიდესი მიწის ნაკვეთი 1 ლარად აჩუქა. სწორედ ამ ნაკვეთზე მდებარეობს მელიქ აზარიანცის ისტორიული შენობა.

sazog-1-1 sazog-1-2
sazog-1-3 sazog-1-4