პუბლიკაციები
„აშშ ცდილობს მორალის, ღირებულებებისა და ადამიანთა უფლებების ეტალონად წარმოჩინდეს. ეს ამერიკელ პოლიტიკოსთა მამების ცოდვების შეხსენებაა!“ - იაპონია გამოეხმაურა მოსკოვის წინადადებას, ჰიროსიმის გამო აშშ-ს პასუხისგება დაეკისროს

aqtual-3-analit-6საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საერთაშორისო გამოძიება, რომელიც აშშ-მა ჩაიდინა იაპონიის ქალაქებზე ატომური ბომბების ჩამოგდებით. იაპონიაში ბევრი მიესალმა რუსეთის ინიციატივას, როგორც მთელ მსოფლიოში ბირთვული იარაღის განადგურების გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ჩვენ არ ვიცით მთელი წინაპირობები, თუმცა, აშშ-გან იმის აღიარების მიღწევა, რომ ატომური ბომბის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს იქნება მთელ მსოფლიოში ბირთვული იარაღის განადგურების გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი. მოხარული ვარ, რომ წამოყენებული იქნა წინადადება საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ და ვიმედოვნებ, რომ ის ხორცს შეისხამს“, - განაცხადა იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა ჩიზუკო ტაკაჰაშიმ.

ომის ბოლო დღეებში ამერიკელმა სამხედროებმა ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიის ქალაქებში - ჰიროსიმასა და ნაგასაკში, რის შედეგადაც დაიღუპა 129 ათასი კაცი. სახელმწიფო დუმის სპიკერის წინადადებას კომენტარი გაუკეთა პოლიტოლოგმა მიხაილ პოგრებინსკიმ: „ეს რუსეთზე იდეოლოგიური თავდასხმის პასუხია. ყველა სასიკვდილო ცოდვაში აშშ, ჯენ პსაკით თავში, რუსეთს ადანაშაულებს და ავიწყდება ნახოს, თუ რა ხდება თავად მათთან. ამიტომ ეს სწორი შეხსენებაა ამჟამინდელი ამერიკელი პოლიტიკოსების მამების ცოდვებისა“, - მიაჩნია ექსპერტს.