პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. მას მოუწევს ხელისუფლების დათმობა. არჩევნებამდე საქართველოში დავბრუნდები“

polit-3-anal-3საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. New Eastern Europe მიხეილ საკაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. სააკაშვილი მომავალ გეგმებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

მქონდა წინადადება პრეზიდენტ პოროშენკოსგან, რომელმაც პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა შემომთავაზა. ხანგრძლივი იქრის შემდეგ უარის თქმა გადავწყვიტე.

ერთი მხრივ, მე ძალიან მინდოდა უკრაინის დახმარება და ახლაც შეძლებისდაგვარად ვეხმარები. მეორე მხრივ, მე უარი ვერ ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან დახმარება საქართელოსაც სჭირდება. მოქალაქეობაზე უარის თქმა, გაახანგრძლივებდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნების პროცესს.

მე ვარ ლიდერი მთავარი, ორგანიზებული ოპოზიციური პარტიისა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, მე საქართველოში ვერ ვბრუნდები, თუმცა პარტიას აქედანაც ეფექტურად დავეხმარები.

ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. ის ყველაფერს თავისი მარიონეტების მეშვეობით აკონტროლებს. ასე რომ ჩემი დაბრუნების არანაირი ბარიერი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე საქართველოში დავბრუნდები.

ისეთ ქვეყნებში, როგორების საქართველო და უკრაინაა, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთში. ასე რომ არანაირი საშუალება არსებობს, ავტორიტარულმა რეჟიმმა ადამინთა ნება-სურვილები შეაჩეროს. ჩვენ ამის გაკეთება არასოდეს გვიცდია და როდესაც ხალხმა გადაწყვიტა, მშვიდობიანად გადავეცით ხელისუფლება ოპონენტებს. ივანიშვილსაც ასე მოუწევს, რომელიც თვლის, რომ მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში იქნება და ქვეყანა მას უკუთვნის. მას მოუწევს ხელისუფლების დათმობა, როცა ამის დრო მოვა“.

საქართველო უკან აღარ დაბრუნდება. მან იპოვა თავისი ადგილი რუკაზე. საქართველომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს განათლების ხელშეწყობას, რადგან გაუნათლებელი პატარა ერებით მანიპულირება ძალიან ადვილია“, - განაცხადა, კერძოდ, სააკაშვილმა ინტერვიუში.

წყარო: "ნიუპოსტი"