სამართალი
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გეგი ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, მეტადონი და ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ.-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.