აქტუალური
14 იანვარს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

1-brussel-aqtual-2საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი.  როგორც გუშინდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, სხდომა ელჩების დონეზე შედგება და განიხილება 2014 წლის ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.