„გაბრაზებული მოქალაქე“: „ქართული ოცნება“ გაფანტული სკლეროზივით გაიფანტა”
საქართველო, 13 იანვარი,
საქინფორმი. ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლისთავზე ქართული ოცნება გაფანტული სკლეროზივით გაიფანტა. კრილოვის იგავ-არაკის პერსონაჟების მსგავსად სხვადასხვა მიმართულებით ექაჩებიან საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკას, -ამ განცხადებას „
ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა
„აბა ჰე და აბა ჰოს“ დამფუძნებელი
გია კორკოტაშვილი აკეთებს. მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ
ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდან აკონტროლებდეს პოლიტიკას, როცა ის ხელისუფლების პოზიციას ყველა საკვანძო საკითხში ეთანხმება.
კორკოტაშვილი აცხადებს, რომ მან ხელისუფლებას რამდენჯერმე შესთავაზა უანგარო თანადგომა, თუმცა მას წაუყრუეს. კორკოტაშვილი ამბობს, რომ მან თანამშრომლობა
ღარიბაშვილსაც შესთავაზა, თუმცა ის ისეთ ბრძოლაშია ჩართული, რომ ვერ მოიცალა.