პოლიტიკა
ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

1-sobolez-n-pol-3-rel-1საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ვგმობთ მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ ფრანგ ხალხს.

ეს არ არის ერთი ქვეყნის ტრაგედია, ამაზე დაფიქრება მართებს ყველას; მითუმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე ტერორისტული ქმედებები მსოფლიოში გახშირდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

მიგვაჩნია, რომ წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებლად, რათა საზოგადოება იყოს უფრო დაცული. შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.