პოლიტიკა
Kaya Group-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქული კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა

1-kaya-polit-2საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრისას Kaya Group-ის საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრეს. თურქული კომპანია საქართველოში ტექსტილის ბიზნესის წარმოებას და პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს გეგმავს. პრემიერმა პოტენციურ ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.

„გვჯერა, რომ ერთობლივი პროექტები გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს მომავალ წლებში და აღმოაჩენს ბიზნესთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ  Kaya Group-ის მიერ დაგეგმილი პროექტი წარმატებით განხორციელდება.