შეხვედრაში მონაწილე „კანონიერ ქურდებს“ შორის იყვნენ: რობინზონ არაბული -„რობინზონი“, გიორგი უგლავა -„ტახი“, დავით სებისკვერაძე -„დათო“, ვაჟა ბიგანიშვილი -„ვაჟა“, ამირან სოფრომაძე -„სოპოტია“, ოლეგ შიშკანოვი -„შიშკანი“, ბორის აპაკია-„აპაკელია“, ჰუსეინ ახმადოვი -„ბრმა ჰუსეინა“, ვადიმ სარბეკოვი -„ჩებურაშკა“, ანდრეი მიროედოვი -„მირიჩა“ და სხვები. ერევანში ჩასვლა ვერ მოახერხეს „სლავიანსკების დაჯგუფების“ ლიდერებმა-ვასილი ხრისტოფოროვმა -„ვოსკრესამ“ და იური პიჩუგინმა -„პიჩუგამ“. კანონიერი ქურდი ალექსეი გუდინი, იგივე „ლიოხა ირკუტსკი“ ერევანში გამგზავრების წინ დონის როსტოვის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით შეკრებაზე „ქურდობა შეუჩერეს როვშან ჯანიევს - „როვშან ლიანკორანსკის“ და ქართველ კანონიერ ქურდ ჯემალ მიქელაძეს -„ჯემოს“, თუმცა მიქელაძისთვის ქურდობის შეჩერების შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ.
შეხვედრის მთავარი თემა ტარიელ ონიანის, მერაბ ჯანგველაძისა და ასლან მუსოიანის კლანებს შორის დაპირისპირების შეჩერება იყო. გადაწყდა, რომ სანამ არ არის დამადასტურებელი ფაქტები, რომ „ტარო“ და მერაბ სოხუმელი კავშირში არიან დედ ჰასანის და „იაპონჩიკის“ მკვლელობასთან, მათ ქურდულ სტატუსზე მსჯელობა არ იქნება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მას შემდეგ რაც ტარიელ ონიანი - რუსეთის, ხოლო მერაბ ჯანგველაძე - იტალიის ციხიდან გამოვა, ისინი თავად გასცემენ პასუხს შეკითხვებსა და პრეტენზიებს.
ერევნის შეხვედრაზე კრიმინალებმა ბადრი კოღუაშვილს, იგივე ბადრი ქურდის სტატუსი ერთხმად დაუბრუნეს. შეკრებაზე ასევე იმსჯელეს იმ ფაქტზე, რომ ერევანში არ ჩავიდნენ ქართველი კანონიერი ქურდები გელა ქარდავა -„გელა“, როლანდ გეგეჭკორი - როლანდ შლიაპა და მერაბ მზარეულა - დუიაქე.
სააგენტოების ინფორმაციით, კლანებს შორის დაპირისპირების საკითხი რამდენმე ქურდის ადგილზე არყოფნის გამო ვერ გადაიჭრა.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=39769