თუმცა, არ შეიძლება ყურდღება არ მივაქციო იმას, რომ სწორედ ერევანში გაიმართა და გრძელდება „კანონიერი ქურდების“ დიდი „სხოდკა“, სადაც დამნაშავეთა სამყაროსთან დაკავშირებული მრავალი სადაო საკითხი განიხილება. ვიმეორებ, არა თბილისში, თუმცაღა საქართველო თავის დროზე „კანონიერი ქურდების“ სიმრავლით გამოირჩეოდა, არა რომელიმე სხვა სახელმწიფოში ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან, არამედ სწორედ სომხეთში.
ინფორმაცია ამ „სხოდკის“ შესახებ უწინ განთავსებული იყო მედიაში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია „კანონიერ ქურდებისათვის“, მშვიდად განეხორციელებინათ ჩანაფიქრი. ისინი არავის გაუჩერებია და არც უკან გაუბრუნებია ერევნის აეროპორტში, არ დაუკავებია ერევნის პოლიციას, სრულებით თავდაჯერებულად გრძნობენ თავს სომხეთში და თავის საკითხებს წყვეტენ სავსებით დარწმუნებული, რომ კრინტის დაძრასაც ვერავინ გაბედავს.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთი, გარდა იმისა, რომ ოკუპანტი-სახელწიფოა, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმსა და სეპარატიზმს, იქცა ქვეყნად, სადაც სახელმწიფო დონეზე მიაგებენ პატივს „კანონიერ ქურდებს“. თანხმობის გაცემა იმაზე, რომ სწორედ ერევანში გაიმართოს კრიმინალურ ავტორიტეტთა „სხოდკა“, ხომ მხოლოდ პირადად სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეეძლო.
და ამაში გასაკვირი არაფერია. სწორედ სომხეთში მმართველობს კრიმინალურ-ოლიგარქიული კლანი, რომლის წევრებიც თავისი მეტსახელებით ამაყობენ. შეგახსენებთ მხოლოდ ზოგიერთს და დავიწყებ ადამიანისგან, რომელსაც სერჟ სარქისიანის ლამის მთავარ „ოპონენტად“ მიიჩნევენ: გაგიკ ცარუქიანი, მეტსახელად „დოდი გაგო“, რაც სომხურად „ჩლუნგ გაგოს“ ნიშნავს. სწორედ ის უდგას სათავეში პარტია „აყვავებულ სომხეთს“ და სომხეთის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.
გავიხსენოთ სამველ ალექსანიანი. ამ ოლიგარქისა და პარლამენტის დეპუტატის მეტსახელი „ლფიკ სამო“ ან „ფნთი სამოა“, რაც ითარგმნება, როგორც „ბინძური სამო“. ის სომხეთში საკვები პროდუქტების იმპორტის მონოპოლისტია, რომელიც მუქარით აიძულებდა ამომრჩევლებს, ხმა მიეცათ სარქისიანისთვის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
მეტსახელი აქვს სომხეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანსაც. მას „მუკს“ ეძახიან, რაც ითარგმნება, როგორც „თაგვი“. და იცით, ვინ ატარებს მეტსახელს „ნემეც რუბო“? აირაპეტიანი რუბენი - სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიგარქი, სომხეთის პარლამენტის წევრი.
სიუნიქსის ოლქის გუბერნატორი კი სურენ ხაჩატურიანია, მეტსახელად „ლისკა“. ამ ბატონს უბრალო რეციდივისტად მიიჩნევენ. სომხური მედიის ცნობით ხომ მას არაერთხელ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით.
სომხეთის ხელისუფლებაში ქურდული მეტსახელების მქონეთა სია კიდევ დიდხანს შეგვიძლია გავაგრძელოთ, თუმცა, ამით ნათქვამის აზრი არ შეიცვლება. სომხეთი არის ქვეყანა, რომელსაც ბანდიტები მართავენ, ერთგვარი „ქურდული მალინა“. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ იქ გაიმართა „კანონიერი ქურდების“ „სხოდკა“.
აზერბაიჯანში გაიმართება ისტორიაში პირველი ევროპული ოლიმპიური თამაშები, რეგულარულად იმართება სხვადასხვა ფესტივალი, საერთაშორისო ფორუმები კულტურათშორის დიალოგზე, სომხეთში კი - „ქურდების სხოდკა“. ამასთან, აშშ-ის სახდეპი და სხვა სტრუქტურები აზერბაიჯანს აკრიტიკებენ და არა სომხეთს. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოლაპარაკებების გამართვა „კანონიერი ქურდების“ მფარველთან უწევს. აქ ისედაც ყველაფერი ნათელია...“