პოლიტიკა
თბილისში გაიმართა სოლიდარობის აქცია - „JE SUIS CHARLIE“

1-Je-polit-3საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. „მე ვარ შარლი" - ამ ლოზუნგით 8 იანვარს თბილისში, ფრანგულ ინსტიტუტთან, ჟურნალისტებმა, არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებსა და საქართველოს ხელისუფლებას იმ თანადგომისთვის, რაც მათ გამოხატეს საფრანგეთის მხარდასაჭერად.

მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვხედავ, ქართველები საფრანგეთის მეგობრები ხართ. საფრანგეთი დიდი ხნის დემოკრატიის ქვეყანაა და ის ყოველთვის ახერხებდა მსგავსი დაპირისპირებების წინააღმდეგ ღირსეული პასუხი გაეცა. მინდა ვთქვა, რომ საფრანგეთი და დემოკრატია ყოველთვის გაიმარჯვებს იმ თანადგომის წყალობით, რომელიც თქვენ გამოხატეთ",  - განაცხადა სალენსმა.