სამართალი
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დავით ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 5,9036 გრ ჰეროინის შემცველი 12,3776 გრ ნარკოტიკული საშუალებაა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.