აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს“

1-Premier-aqtual-3საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადებაში.