პუბლიკაციები
დომინიკ სტროს-კანი - ოფიციალურ კიევს: „სიავისა და სიძულვილის გარდა არავისთვის არაფერი მიგიციათ! თქვენ რუსეთს უღალატეთ!“

1-Dominik-aqt-2-an-2საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ფრანგმა ეკონომისტმა და პოლიტიკოსმა დომინიკ სტროს-კანმა კიევში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე „YES“ განაცხადა: „ევროპაში არავის სურს უკრაინისთვის სიკვდილი, ფულის მოცემაც კი არ უნდათ თქვენთვის, ამ ბრძოლაში მარტო ხართ. არც მოსახლეობა და არც ევროპის საქმიანი წრეები მზად არ არიან კიევის ხელისუფლებას ის დახმარება აღმოუჩინონ, რომელზეც დღეს ლაპარაკობენ უკრაინელების წინ სიტყვით გამოსვლისას!“
ამ სიტყვებმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაიჟღერა, თუმცა დღემდე განხილვის საგანია Facebook-ზე.

როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოური მედიის ვარაუდით, სტროს-კანს მხედველობაში ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს განცხადება, რომელიც მან უელსში ნატოს სამიტის შემდეგ გააკეთა იმის თაობაზე, თითქოს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებს მოელაპარაკა. მეტიც, მისმა მრჩეველმა იური ლუცენკომ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე აღნიშნა, რომ აშშ, საფრანგეთი, პოლონეთი, ნორვეგია და იტალია მალე უკრაინას თანამედროვე იარაღს მიაწვდიან. თუმცა, აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს განცხადება უარყვეს.