პუბლიკაციები
ელიზა აბელაშვილი: “ორგანიზაცია ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის "სახელით ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს იმ უდიდეს ტრაგედიას,რომელიც გუშინ მოხდა პარიზში და რომლემაც კიდევ ერთხელ დააფიქრა და შეძრა მსოფლიო!”
1-Eliza-anal-4საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ორგანიზაცია ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრეზიდენტი  ელიზა აბელაშვილი: “ორგანიზაცია ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ სახელით ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს იმ უდიდეს ტრაგედიას,რომელიც გუშინ მოხდა პარიზში და რომლემაც კიდევ ერთხელ დააფიქრა და შეძრა მსოფლიოვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს; ვუსამძიმრებთ სრულიად კაცობრიობასაც,რადგან ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ,,არა კაც კლა" - ჰუმანურობის უდიდესი ფორმულა-რომელსაც ყველა რელიგია ქადაგებს - ჯერ კიდევ ვერ იქცა საყოველთაო წესად; უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ამ ვანდალიზმის მსხვერპლთ! ჩვენ ქართველი ემიგრანტები ვილოცებთ მათი სულებისათვის და სრულიად საფრანგეთის მშვიდობისათვის!“.