საზოგადოება
პარიზის სამხრეთ გარეუბანში, ქალაქ მონრუჟის რაიონში სროლა ატყდა - იუწყება რადიოსადგური RTL
1-PariZ-sazog-2საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. არსებული მონაცემებით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. სამართალდამცავი ორგანოების ერთი წარმომადგენელი დაიჭრა. RTL აღნიშნავს, რომ მსროლელი დაკავებულია. ის ფერადკანიანი მამაკაცია, რომლის სახელსაც არ ახმაურებენ. პოლიციაში აღნიშნეს, რომ ამ ინციდენტს არ უკავშირებენ თავდასხმას, რომელიც წინა დღეს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელდა.